2016 წლის 13 მაისს დავასრულეთ ტრენინგის "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში ", მეორე დონე მოდული 39 საათს მოიცავდა. ჩვენ, მსმენელები 13 გაკვეთილის განმავლობაში ვეუფლებოდით იმ საბაზისო უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ, ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ორგანიზებისას გამოვიყენებთ. ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე, ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება და შეფასების რუბრიკისათვის ელექტრონული სახის მიცემა, ვიმუშავეთ ცხრილებზე. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა, ვფიქრობ, დროული და მნიშვნელოვანი შენაძენია ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. უღრმესი მადლობა, ქალბატონ ლალის, ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგებისთვის!